ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა

დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მუსლიმ მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა.

„მინდა გულწრფელად მიულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს, სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს”, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა