გიორგი ფანგანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-7 სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა - ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-7 სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ენერგეტიკის სექტორში მიწოდების უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკ-იდან აცნობეს, გიორგი ფანგანმა დეტალურად მიმოიხილა მარეგულირებელი აქტივობების რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და ენერგეტიკის რეგულირების საუკეთესო პრაქტიკა.

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსა (CEER) და ევროპული კომისიის ორგანიზებით უნგრეთში, ბუდაპეშტში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-7 სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემაა ენერგეტიკის სექტორში მიწოდების უსაფრთხოება. შეხვედრას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, უკრაინის, ავსტრიის, ჩეხეთის, უნგრეთის მარეგულირებელი კომისიების, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო