კობა ნარჩემაშვილი - მთავარ პროკურორად ისეთი ადამიანის დანიშვნა არ ივარგებს, რომელსაც არ აქვს შეხება პროკურატურასთან ან გამოძიებასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამ ეტაპზე მთავარი პროკურორობის კანდიდატად თავის თავს ვერ ხედავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნარჩემაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კანდიდატების სიაში მისი გვარიც განიხილებაა.

"მთელი გულწრფელობით გეუბნებით, რომ თქვენგან გავიგეთ ეს ამბავი. ახლა ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ნებისმიერი პირი, ვინც დასახელდება მთავარ პროკურორად, ის არ უნდა გახდეს იმ სტერეოტიპების მსხვერპლი, რომელიც დღეს მუსირებს საზოგადოებაში. ზოგიერთი პარტიის და ტელევიზიის ნარატივს, ფაქტობრივად დიმიტრი უნდათ გელოვანი. სარალიძის საქმემ ნაკლოვანებები დაგვანახა, უნდა მოხდეს ცვლილებები. ახალმისულ ადამიანს უნდა ესმოდეს ეს ყველაფერი. მარჩიელობას ვერ დავიწყებ ვინ იქნება, მაგრამ არ ივარგებს ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს შეხება პროკურატურასთან ან გამოძიებასთან. მისი ძირითადი გამოწვევა უნდა იყოს სისტემის შეცვლა", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა