ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ბანიხევის გზის პირველი მონაკვეთის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში ბანიხევის გზის პირველი მონაკვეთის სამუშაოები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი დაათვალიერეს.

„ადგილზე 1 400მ სიგრძის რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი არასოდეს ყოფილა. რთული რელიეფისა და ციცაბო გრუნტის გზის გამო, ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტისათვის გადაადგილება განსაკუთრებულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ადგილობრივები დღეს უკვე კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობენ.

ბანისხევის უბანში პროექტით ასევე გათვალისწინებულია 1430 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის მოწყობაც.

სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო