სარფსა და წითელ ხიდზე 2660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 13-14 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელ ხიდი“ 2660 ღერი აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 13 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მოქალაქის, ე.ა-ს ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 800 ღერი სიგარეტი პალმალი( PALLMALL) გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, 14 ივნისს აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის კიდევ ორი ფაქტი სგპ „სარფში“ დაფიქსირდა. კერძოდ, 1200 ღერი სიგარეტი პირველი (PIRVELI) და 180 ღერი სიგარეტი ზუმერიტი (ZUMERRET) კანონდამრღვევ პირს, კ.მ-ს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. ამავე დღეს სგპ „სარფში“, მებაჟე ოფიცრებმა სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს. 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი პირველი (PIRVELI) მოქალაქე ბ.ც-ს სხეულზე წებოვანათი ჰქონდა დამაგრებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით და მათ საქონლი ჩამოერთვათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო