ზაქარია ქუცნაშვილი - მე არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მიიწვევენ მთავრობაში

მე არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მიიწვევენ მთავრობაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ახალ სამთავრობო გუნდში იქნებიან თუ არა ადამიანები დეპუტატების რიგებიდან, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ რადიკალურად ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა პირადად ის ამას არ ელოდება.

"მე არ ველოდები, რომ პარლამენტიდან ვინმეს მიიწვევენ მთავრობაში. იმის გამო, რომ ჩემი დაკვირვებით, ახალი პრემიერი შეეცდება თავის სამუშაო გარემოში არსებული ადამიანები მიიწვიოს, თუმცა გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გასაკვირი არაფერი იქნება. პარლამენტი შემადგენლობის დაკომპლექტებაში არ ერევა", - განაცხადა ზუქცნაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მისი მხრიდან მამუკა ბახტაძისთვის მითითება, რომელი მინისტრი მიიწვიოს მთავრობის ახალ შემადგებლობაში, არასწორი იქნება.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია კიდევ უფრო, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ შესაძლებელია კიდევ 2-3 უწყების შერწყმა ერთმანეთთან.

მისივე თქმით, პრემიერობის კანდიდატი დღეს წარედგინება პრეზიდენტს, რომ მან ფორმალურად წარადგინოს მამუკა ბახტაძე კანდიდატად.

"მე ვვარაუდობ, რომ მომავალ კვირას არ გადაცილდება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრთა კაბინეტს და მათ პროგრამას მოვუსმენთ და ნდობას გამოვუცხადებთ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა