რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს დღესასწაულს ულოცავს.

„30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.

მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებსა და სრულიად მუსლიმურ სამყაროს ამ დიდ დღესასწაულს და მშვიდობას, სიხარულს, წარმატებებს უსურვებს მათ“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა