დავით ბაქრაძე - ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე

ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშ-ვალდებულება საზოგადოების მიმართ. ყველაფერი წყდება ოთახში, დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო