„ბილაინი“ მომხმარებელს ზაფხულის სეზონისთვის ახალ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, „ბილაინის“ მომხმარებელს სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის ახალ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბილაინიდან“ აცნობეს, მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან და შესაბამისად, ისარგებლოს 1500 მბ-ით 3 ლარად, 2500 მბ-ით 5 ლარად და 10 გბ-ით 10 ლარად. პაკეტები გააქტიურებიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში მოქმედებენ. ინტერნეტპაკეტების აქტივაცია შესაძლებელია როგორც SMS -ით, ისე MyBeeline აპლიკაციით.

„ბილაინი“ მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების დიდ არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბილაინის მიზანია, მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტით სარგებლობა მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის“, - აცხადებენ კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღება შესაძლებელია ვებგვერდზე - https://beeline.ge

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს