ზაზა სარალიძე - პროკურატურას მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს იმ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ბორის კაკუბავას წინააღმდეგ შევიტანე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თბილისის პროკურატურას მიმართავს და ბორის კაკუბავას წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას დაახლოებით, ორი თვის წინ მიმართა, რათა კაკუბავას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მისცემოდა.

"მივმართავ თბილისის ვითომ პროკურატურას, რომელმაც საკმაოდ გააყალბა ეს საქმე, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს იმ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მე ბორის კაკუბავას წინააღმდეგ შევიტანე. რატომ მალავენ ამ ყველაფერს. დაახლოებით, ორი თვის წინ მივმართე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ასევე გორის პროკურატურასაც მიმართავს, რათა გორის მერის თანაშემწის განცხადებებზე რეაგირება მოახდინონ.

"ასევე მივმართავ გორის პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მერის თანაშემწის მიმართ, რომელმაც განაცხადა , რომ არ დაგავიწყდეთ, ხალხო, საიდან დაიწყო ეს ინციდენტიო. ე.ი. ამას რომ ამბობს, რაღაც იცის ამ ინდიცდენტზე. ამაზე პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და მისცეს სამართლებრივი შეფასება. თუ ტყუილს იძახის ეს კაცი, ადგეს, ხელახლა გამოვიდეს ტელევიზიებით და აღიაროს თავისი დანაშაული, თუ არა და პასუხისგებაში მისცენ", - აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო