ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გუშინ, ღამის საათებში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებთან მისულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 1990 წელს დაბადებულმა ბ. ტ.-მ იქ მყოფი პოლიციელები საქეიფოდ დაპატიჟა სახლში, რაზეც უარი მიიღო.

ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად (ბუტა) ანთაძეს მოულოდნელად ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ახდენდა თუ არა ზეწოლას მოკლული პოლიციის უფროსი ახალგაზრდებზე - შს მინისტრის მოადგილის პასუხი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს