საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე  მამუკა ბახტაძის წარდგენას მიესალმება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენას მიესალმებიან და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებენ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, განვლილი წლების განმავლობაში ბიზნეს საზოგადოებას მამუკა ბახტაძესთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილება აქვს და მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

„ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის მოღვაწეობა გამოირჩეოდა ინოვაციების, საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწის, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯითა და არაერთი ახალი ინიციატივით.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ გუშინ გაჟღერებული ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც სრულად ეხმიანება ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, ხელისუფლებისა და საზოგადოების, ბიზნეს წრეების თუ სხვა დაინტერესებული ჯგუფების აქტიური ძალისხმევის შედეგად, სულ რამდენიმე წელიწადში წარმატებით იქნება რეალიზებული და შექმნის იმ მდგრად საფუძველს, რომელზედაც ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავალი უნდა იყოს დაფუძნებული“, - აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს