CTV - დონალდ ტრამპსა და ჯასტინ ტრუდოს შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ, კანადელების ნაწილმა ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ, ზოგიერთმა კანადელმა ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CTV ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციასა და კანადის მთავრობას შორის ურთიერთობა ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები გაზარდა. ასევე ჩიხში შევიდა მოლაპარაკებები აშშ-ს, კანადას და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის აქტუალიზაციაზე.

გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ღიად გააკრიტიკა კანადას პრემიერ-მინისტრი და ის აშშ-ს წინააღმდეგ უსამართლო სავაჭრო ბარიერების შექმნაში დაადანაშაულა.

როგორც ტელეარხი CTV იუწყება, სოციალურ ქსელებში კანადელებმა ჰეშთეგის #BuyCanadian (იყიდე კანადური), #BoycottUSProducts (ბოიკოტი გამოუცხადე ამერიკულ პროდუქციას) გამოყენება დაიწყეს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიოტული განწყობები გაძლიერდა“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო