წყალმომარაგების კომპანიაში ADB-ის მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, მოადგილეებმა ირაკლი ურუშაძემ და ზაზა სიხარულიძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელსაც ADB წყალმომარაგების სექტორში აფინანსებს. მათივე ინფორმაციით, ბანკის მხარდაჭერით წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკმა ,,ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ (USIIP) ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკვე გამოყო.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყალმომარაგების შვიდი, წყალარინების ოთხი და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენბელობა/რეაბილიტაციის ოთხი პროექტი. სამუშაოების საერთო ღირებულება 720 მილიონ ლარს შეადგენს. 2018-2020 წლებში კომპანია, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით 355 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების დაწყებას გეგმავს“, -აცხადებენ სამინისტროში.

მინისტრის მოადგილემ და კომპანიის მენეჯმენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო