"გურამიშვილის მარნის" კასრის ღვინომ - "ჩინური" წლის საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინის ტიტული დაიმსახურა

“ქართულ მეღვინეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლო სწორედ თეთრი ღვინის წარმოებაა, რადგან წითელი ღვინისგან განსხვავებით, ის უფრო მეტ შრომასა და ძალისხმევას საჭიროებს. თეთრი ღვინისთვის ეს ჯილდო ძალიან დიდი მიღწევაა და მე, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “გურამიშვილის მარნის” მთავარ ტექნოლოგს - დავით გოგიჩაძეს. ასევე დიდ მადლობას გადავუხდი მთავარ ტექნოლოგს ლევან გაჩეჩილაძეს, რომლის დამსახურებითაც ჩვენ სხვა უამრავი ღირსეული ჯილდოს მოპოვებაც შევძელით”, - განაცხადა “კახური ტრადიციული მეღვინეობის” (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ.

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა – "ვაინ-ექსპო ჯორჯია" მიმდინარეობს, სადაც KTW ჯგუფის მიერ წარმოებულმა ღვინოებმა მნიშვნელოვანი ჯილდოს მოპოვება შეძლეს, თუმცა განსაკუთრებული ჯილდო “გურამიშვილის მარნის” კასრის ღვინოს “ჩინური” ერგო. დაჯილდოებაზე “გურამიშვილის მარნის” კასრის ღვინომ “ჩინური” ოქროს მედალი მოიპოვა და წლის საუკეთესო თეთრ მშრალ ღვინოდ დასახელდა!

KTW ჯგუფის ღვინოებმა შემდეგი ჯილდოები დაიმსახურეს:

“გურამიშვილის მარნის” კასრის ღვინო “ჩინური” - წლის საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო;

“გურამიშვილის მარნის” კასრის ღვინო “ჩინური” - ოქროს მედალი;

პრემიუმ ხაზის ღვინო “ტვიში” - ვერცხლის მედალი;

ველისციხის ქვევრის ღვინო “საფერავი” - ვერცხლის მედალი;

გურამიშვილის მარნის ღვინო “ჩხავერი ევროპული” - ვერცხლის მედალი;

გურამიშვილის მარნის კასრის ღვინო “ცოლიკაური” - ბრინჯაოს მედალი;

საგურამოს ღვინო “წითელი კასრი” - ბრინჯაოს მედალი;

პრემიუმ ხაზის “ქინძმარაული - ვიტორიო” - ბრინჯაოს მედალი;

ივერიის ხაზის “მუკუზანი”- ბრინჯაოს მედალი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა