ზუგდიდში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ზუგდიდში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების მიღების პროცესი გრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები იმ დევნილ ოჯახებს ხვდებიან, რომლებმაც ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები ვერ მიიღეს და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

„დევნილების მიღება იმ დრომდე არ დასრულდება, ვიდრე თითოეული მათგანის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. სამინისტრომ ზუგდიდში, 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 5361-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ბინები გადაეცემათ. კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი იხურება. ამ ეტაპზე, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსები კიდევ 360 დევნილი ოჯახისთვის შენდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა