ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, ასევე მკვდრადშობადობა შემცირებულია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას განცხადებით, ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია, ასევე, შემცირებულია მკვდრადშობადობა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში განუცხადა, სადაც პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

მაია ლაგვილავას განმარტებით, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მხრივ 2016 წელთან შედარებით, 2017 წლის მონაცემები გაუმჯობესებულია, რაც სელექტიური კონტრაქტირების პირობების დანერგვას უკავშირდება.

"ეს უკავშირდება სელექტიური კონრაქტირების პირობების დანერგვას, მაშინ როდესაც მოხდა დედათა და ბავშვთა პერინატალური სერვისების რეგიონალიზაცია, დონეების განსაზღვრა. ასევე, დაწესდა შესაბამის დაწესებულებებში მშობიარეების მიმართვიანობის კრიტერიუმები და ახალშობილებზე შესაბამისი მეთვალყურეობა", - განაცხადა მაია ლაგვილავამ.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ეხება დედათა და ბავშვთა პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის სელექტიური კონტრაქტირების ერთი წლის შედეგების შეჯამებას.

„აღნიშნული შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, როგორც დადებითი ტენდენციები, ასევე რეკომენდაციები. უნდა აღვნიშნო, რომ დაბადების რეგისტრი დაიხვეწა, მონაცემები აბსოლუტურად ვალიდურია და 100%-იანი სანდოობაა ამ მონაცეების. რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, შემცირებულია დედათა სიკვდილიანობა, ასევე ბავშვთა სიკვდილიანობა, შემცირებულია მკვდრადშობადობა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ამ რეგიონალიზაციამ გამოკვეთა და სელექტიური კონტრაქტირების პირობებში დავინახეთ რიგი პრობლემები, რომლებიც ეხება საკეისრო კვეთების სიჭარბეს და მომატებულ რაოდენობას. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ დღეს, ასევე იქნება სამინისტროს მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სერვისის მომწოდებელ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან", - განაცხადა მაია ლაგვილავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა