არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილმა ბახტაძის კანდიდატურა განსახილველად კი არ შესთავაზა უმრავლესობას, არამედ უალტერნატივოდ წარუდგინა მას

ივანიშვილმა ბახტაძის კანდიდატურა განსახილველად კი არ შესთავაზა უმრავლესობას, არამედ უალტერნატივოდ წარუდგინა მას, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ ეთერში „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის შერჩევაში უმრავლესობის დეპუტატებმა ფაქტობრივად არ მიიღეს მონაწილეობა, რაც არღვევს არსებულ კონსტიტუციურ ნორმებს.

ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მსგავსი პროცესებით წარიმართა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენაც.

„ივანიშვილმა ბახტაძის კანდიდატურა განსახილველად კი არ შესთავაზა უმრავლესობას, არამედ უალტერნატივოდ წარუდგინა მას. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს, საკუთარ გუნდში შესაძლოა, ჰქონდეს განსაკუთრებული პრივილეგიები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ ფორმალურ მხარეს ავიღებთ და ვნახავთ საქართველოს კონსტიტუციას, აღმოვაჩენთ, რომ პრემიერის წარდგენის პროცედურა ითვალისწინებს, რომ უმრავლესობამ, დეპუტატებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, არჩილ თალაკვაძემ მიიღო ტექსტი და წარადგინა მამუკა ბახტაძე. ეს არ იყო არც თალაკვაძის მონაწილეობით შეთავაზებული კანდიდატი და არც სხვა რომელიმე დეპუტატის მონაწილეობით. მე, იმის თქმა მინდა, რომ უმრავლესობა ფაქტობრივად მთლიანად გამორიცხულია ამ პროცესიდან და ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლის ფუნქციას“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა