გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიება ვარკეთილის მედიათეკაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში ოცამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სამგორის მოსახლეობას 1500-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა.

გიორგი დოხტურიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დასაქმება მმართველი გუნდის პრიორიტეტია.

„დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი დღეც, დასაქმების ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ფორუმში მონაწილეობს ოცამდე კომპანია, რომელსაც 1500-ზე მეტი ვაკანსია აქვს წარმოდგენილი. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, რომ ამათუიმ ვაკანსიაზე სხვადასხვა კომპანიას დავაკავშიროთ და მათი დასაქმება მოხდეს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დეპუტატი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი ფორუმის მონაწილეებს დასაქმების პროგრამებზე ესაუბრნენ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მოსიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა