კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. „ყოველ მათგანს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენი დედაქალაქი საუკუნეებია გამორჩეულია ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით, ამ მრავალფეროვნებისადმი პატივისცემით და შემწყნარებლობით. ეს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და გისურვებთ, კიდევ უფრო ჰუმანური, ტოლერანტული, უფრო თბილი და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ყოფილიყოს ჩვენი თანაარსებობა“, - წერს კახა კალაძე ფეისბუქის გვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა