GIPA-სა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილსის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთი მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

მემორანდუმის თანახმად, მერიის საქალქო სამსახურის სურვილის შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ თითოეულ სასწავლო კომპონენტზე, გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალქო სამსახური კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA-ს გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და მენჯემენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, მერიაში პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში