მამუკა მდინარაძე - პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრის რომელიმე კანდიდატურაზე

პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილ რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრობის რომელიმე კანდიდატურაზე, - ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მდინარაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში კონკრეტული კანდიდატების შერჩევას და წარდგენას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ელის.

“მინისტრთა კაბინეტში გასატარებელ ცვლილებებზე ვერც ერთ სიტყვას ვერ გეტყვით, პასუხს ვერც ერთ პერსონასთან დაკავშირებით ვერ გაგცემთ, რადგან კანდიდატების შერჩევა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. მან უნდა წარმოადგინოს და შემდეგ განვიხილოთ გუნდში. აქედან გამომდინარე, პარლამენტარი მოკლებულია შესაძლებლობას ილაპარაკოს რომელიმე ცვლილებაზე ან მინისტრის რომელიმე კანდიდატურაზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა.

უმრავლესობამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძე წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა