საკრებულოში წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის „წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, მიღება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სამბოსა და კონტაქტურ კარატეში წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საკრებულოს წევრებმა სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს, დედაქალაქში სპორტის მიმართულებით 2018 წლის პრიორიტეტები გააცნეს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია იმ ადამიანების მასპინძლობა, რომლებმაც ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატესა და სამბოში საქართველო ასახელეს.

„დღეს ჩვენ კონტაქტურ კარატესა და სამბოში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს ვუმასპინძლეთ. პირველად მოხდა ისე, რომ სამბოში ყველა წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენებმა მედალი მოიპოვეს. ეს არის ისტორიული შემთხვევა. დედაქალაქის საკრებულო წარმატებული სპორტსმენების გვერდით ყოველთვის იდგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

ცნობისთის, საქართველოს სამბოს ნაკრებმა მიმდინარე წელს, საბერძნეთში, ათენში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე, გუნდური II ადგილი დაიკავეს და 2 ოქროს, 7 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც შეეხება კონტაქტურ კარატეს, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ერთი ბრინჯაოს და ერთი ოქროს მედალი აიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო