მაია ცქიტიშვილმა და ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ საქართველოში სატრანზიტო კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მაია ცქიტიშვილმა სტუმარს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რიკოთის საუღელტეხილო და ქვეშეთი-კობის მონაკვეთების მშენებლობის მნიშვნელობას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, ADB-ის დაფინანსებული პროექტები ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და გზებზე ტვირთბრუნვის გაზრდას, რაც, საბოლო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას ემსახურება.

„აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების და სხვა პროექტების დასაფინანსებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ADB-ის დაფინანსებით უკვე დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის და დაიწყო ბათუმის შემოვლითი გზის პროექტები. ასევე, დაგეგმილია ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რიკოთის მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობა. ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა 500 მილიონი დოლარია, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში კი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს