სოფიო ქაცარავა - საქართველოს საკითხებს აქტიურად განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იური სტერკს და რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს როზალია ბიროს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“, რაც რუსულ აგრესიას და საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ასახავს.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე და ამ თანამშრომლობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოადგენს.

“საერთაშორისო კონფერენციის დროს საშუალება გვეძლევა აქტიურად განვიხილოთ საქართველო, როგორც ევროპული სტანდარტის ქვეყანა, მისი მიზნები და პრიორიტეტები, რაც ევროკავშირში წევრობას უფრო რეალურს ხდის“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებს, რომლის ფონზეც ქვეყანა ახერხებს და საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების პროგრესს აჩვენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა