ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო

ავჭალაში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მათივე ცნობით, გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ავჭალაში სკვერებისა და ფიტნეს ზონის დასრულებული სამუშაოები დავათალიერეთ. სამ მისამართზე მცირე ზომის სკვერი, ერთ მისამართზე კი, ფიტნეს ტრენაჟორები განვათავსეთ. გარდა ამისა, გლდანის რაიონში, ოთხ მისამართზე დიდი სკვერი, ხოლო ათ მისამართზე მცირე ზომის სკვერი ეწყობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა კიდევ ათ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, განთავსდება კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა. მცირე სკვერების მოწყობის სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო