ზვიად ძიძიგური - მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუად მურადოვს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა შეხვედრისას დიასპორის საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები მომოიხილეს და ამ მიმართულებით პარლამენტის როლსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

“მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ გვაქვს ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. ახლად დანიშნული მინისტრი არის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი, რომელთანაც ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, როგორ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა ამაში მონაწილეობა მიიღოს და რა გაცვლითი პროგრამები შეიძლება გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ეთნიკურად ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანსაც ჰყავს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ შეხვედრისას სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, სავალან მირზოევი, მახირ დარზიევი, რუსლან გაჯიევი მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს