ლევან ხაბეიშვილი - კოლეგებს მოგმართავთ, როცა გადაწყვეტთ ვინმეს სისხლიანი 9 წელი გაახსენოთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი პრემიერობის კანდიდატი, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ თანხა შესწირა

კოლეგებს მოგმართავთ, როცა გადაწყვეტთ ვინმეს სისხლიანი 9 წელი გაახსენოთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ თანხა შესწირა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პრემიერ - მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას მოჰყვა.

„ჩემი კოლეგები ვიდრე მგზნებარედ გადაწყვეტთ ხოლმე სისხლიანი 9 წელი შეგვახსენოთ, მაშინ იქვე არ დაგავიწყდეთ, რომ იმ “სისხლიანი” რეჟიმის დამფინანსებელი გახლდათ ახლა უკვე თქვენი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი. მე მოვისმინე მერის განცხადება. ითქვა, რომ თითქოს ვიღაცამ შეაშინა ან დააშინა. ამას გამართლება არ აქვს. თუ შეაშინეს, შეშინებული პრემიერ - მინისტრი არავის არ სჭირდება და თუ აიძულეს, მაშინ საქმის წარმოება უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ვინც აიძულა, ის ადამიანები დასჯილები უნდა იყვნენ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა