ირაკლი ზარქუა - სარეზერვო ფონდიდან თანხები ერთპიროვნულად სწორედ წინა ხელისუფლების დროს გაედინებოდა

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილი გამოითხოვოს, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ზარქუა გამოეხმაურა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ფარგლებში სარეზერვო ფონდის დაფინანსების 500 ათასი ლარით გაზრდის შესახებ ოპოზუციის კრიტიკას.

“დღეს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ჟურნალისტს შეუძლია მოითხოვოს სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილი, რომელიც გამჭვირვალეა. რაც შეეხება ფონდის დაფინანსების გაზრდას 500 ათასი ლარით, ამას თავისი მიზეზი აქვს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად სარეზერვო ფონდიდან 700 ათას ლარზე მეტი გაიხარჯა. ამიტომ ფონდს სჭირდება შევსება“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა სარეზერვო ფონდიდან თანხების ერთპიროვნულად გადინება.

”რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, სარეზერვო ფონდი გამჭვირვალე გახდა. მანამდე ერთპიროვნულად, ვისაც როგორ უნდოდა, ისე რიცხავდა თანხებს ფონდიდან. მე თქვენ გადმოგიგზავნეთ ის დაფინანსებები, რაც წინა სარეზერვო ფონდში იყო”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა