თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე “თემქის ხევის“ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე “თემქის ხევის“ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

„მე მინდა ყველასათვის ცხადი გავხადო ის მასშტაბი და მნიშვნელობა, რომელსაც ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებლები თემქის ხევის პრობლემის მოგვარებით მიიღებენ. 11 ჰექტარზე გადაჭიმული, დაჭაობებული სივრცე, რომელიც პრაქტიკულად თემქას შუაზე ჰყოფს, ხელს უშლის და არის წინაღობა რაიონის სწრაფი განვითარებისთვის. საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობა კი საშუალებას მოგვცემს რაიონის აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებისთვის, რაც იქაური მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ყველა საკითხის ადვილად მოგვარების საფუძველი გახდება. ჩვენ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს ვასრულებთ“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

მან ინიციატივისთის მადლობა გადაუხადა თბილისის მერს და მის გუნდს, მათ შორის, მერის მოადგილე მაის ბითაძეს და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა