GIPA-ს სტუდენტების ინიციატივით, ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ გაიმართება

GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსი „ფოტოგრაფირებული დამოუკიდებლობა“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 17:00 საათზე, GIPA-ს მმართველობის სკოლის ტერიტორიაზე, იეთიმ გურჯის #7-ში გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის ფინალური ეტაპისთვის შეირჩა 28 ნამუშევარი, რომელთაგან 3 საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, კერძოდ, I ადგილი - 500 ლარიანი ვაუჩერი GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამებზე; II ადგილი - FUJIFILM INSTA MINI 8; III ადგილი - წიგნი "ქართული ფოტოგრაფია" (ავტ.იური მეჩითოვი). პირველ სამეულს, ასევე, ქართული ღვინის კომპანიის “გიუაანის” ღვინის ოთახის საჩუქრები გადაეცემა.

„ფოტოკონკურსი და დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა GIPA-მ ახალგაზრდების თვალით დანახული ფოტოებით გადაწყვიტა, რომელთა დათვალიერების შესაძლებლობაც სტუმრებს ცერემონიაზე შეეძლებათ. ღონიძიების სპონსორია ენერგეტიკული სასმელი RED-BULL და გამაგრილებელი სასმელი RC Cola Georgia“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო