დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაქ ობამა მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედი ბარაქ ობამა მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„როდესაც მე პრეზიდენტ ობამას ვესაუბრე, ის, პრინციპში, მზად იყო, ჩრდილოეთ კორეასთან ომი დაეწყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მას კარგი პირადი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.

„ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ და ჩვენს შორის ურთიერთგაგება დამყარდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა