გიორგი ტყემალაძე - დედაქალაქის კეთილმოწყობისთვის კიდევ ერთ ნაბიჯი გადაიდგა

საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი ათი მილიონი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტყემალაძე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან თბილისის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მიზნობრივი ტრანსფერი მიიღო და დღეს თბილისის ბიუჯეტში ამ გადაწყვეტილების ასახვა მოხდა.

“მოგეხსენებათ, საკრებულოს წინა სხდომაზე ქალაქის მასშტაბით შვიდი ახალი ავტობუსის ხაზი დავამატეთ. შესაბამისად, საჭირო გახდა ბიუჯეტში იმ სუბსიდიების ასახვა, რომელიც უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით არის საჭირო. ამდენად, ეს არის ჩვენს ქალაქზე ორიენტირებული გადანაწილებები. დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოების საწარმოებლად დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა