ქეთევან ნატრიაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჩხენკელის შეხვედრების პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ქეთევან ნატრიაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდული საკითხები საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, უწყების ცნობით, ნატრიაშვილმა ისაუბრა სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე და ხაზი გაუსვა საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად სესიაზე მომხსენებლებად წარდგნენ ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორი, კრისტინა რუსო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს მეთხუთმეტედ ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს