სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე აღიარება მოიპოვა

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გავაზის საუკეთესო ვენახები“ თბილისში, ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსში “International Wine Competition 2018” მიიღო მონაწილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კონკურსზე წარდგენილი იყო კოოპერატივის პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში. ღვინო - საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელი - ბრინჯაოს.

კონკურსზე 60-მდე კომპანიისა და საოჯახო მარნის ღვინის 250 ნიმუში იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინო 8 კატეგორიაში გამოვლინდა.

კონკურსის ჟიურიში ქართველ ენოლოგებთან - გიორგი დაქიშვილი, მიშა მესხი და ლევან მეხუზლასთან ერთად მიწვეული იყვნენ ღვინის მაგისტრები: ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი), იზა ბაალი (თურქეთი), სარა ებოტი ( დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ფუნიე ვოლკერი (ჩინეთი).

აღნიშნული კონკურსი „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia 2018“-ის ფარგლებში გაიმართა. „WinExpo Georgia“-კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება, ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტო.

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს პირველად განხორცილდა და მის ფარგლებში კახეთის რეგიონში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა