რიმა ბერაძე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მუხლში შეტანილი ცვლილებები თანხის შემცირებას არ გულისხმობს

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე, თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტი იმ განსაკუთრებულ მიმართულებებს მოხმარდება, რომლებიც ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება.

რიმა ბერაძე საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გაბაშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მუხლში ბიუჯეტი მცირდება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციონერი კოლეგები, ხშირ შემთხვევაში არ ესწრებიან იმ კომისიურ განხილვებს, რომლებიც საკრებულოს სხდომას უძღვის წინ და მათი მთავარი მიზანი მხოლოდ კამერების წინ პოზირებაა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მუხლში შეტანილი ცვლილებები თანხის შემცირებას არ გულისხმობს. აქ საუბარია, ტენდერებიდან გამოთავისუფლებული ეკონომიების გადანაწილებაზე ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, როგორიცაა, ტრანსპორტის განვითარება, ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა და სხვა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო