გენადი არველაძე - DCFTA ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა

ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, ასევე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ DCFTA-ის დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა 1 0701.1 მლნ აშშ დოლარი. ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო/ევროპული აღიარების მოპოვება, რაც გულისხმობს საქართველოში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული სერტიფიკატების და ლაბორატორიული გამოცდის ოქმების საერთაშორისო აღიარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით და აგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, სწორედ ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა DCFTA-ის შესრულების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ისაუბრა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა