ირაკლი ზარქუა - ღირსეული კანდიდატი გვყავს, კვალიფიციური, კომპეტენტური, აქტიური, ნოვატორული და ის გახდება პრემიერ-მინისტრი

ღირსეული კანდიდატი გვყავს, კვალიფიციური, კომპეტენტური, აქტიური, ნოვატორული და ის გახდება პრემიერ მინისტრი და ჩვენ დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, რომელიც მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ გააკეთა.

ზარქუამ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ ექცეოდა მაშინდელი ხელისუფლება ბიზნესის მფლობელებს. მისივე თქმით, იგი იმ პერიოდში ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა და კარგად ახსოვს, როგორ ხდებოდა ეს.

"მე ვმუშაობდი მაშინ ერთ-ერთ წამყვან ბანკში. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ მოდიოდნენ, მათ შორის კუდ-ის და შსს-ს წარმომადგენლები, როგორ ამბობდნენ ასე - "დანიშნულებაში ჩაუწერეთ - აეხა ბიზნესს". ბანკის ოპერატორებს აძლევდნენ დავალებას. აი, ეს მდგომარეობა იყო. ეს რა, თქვენთვის უცხოა?! მაშინ ჩვეულებრივად მიდიოდნენ კომპანიებთან. აუცილებელი იყო შემოწირულობა გაეკეთებინათ. აბა ვინმეს წინააღმდეგობა გაეწია, დედას უტირებდნენ. ღირსებული კანდიდატი გვყავს, კვალიფიციური, კომპეტენტური, აქტიური, ნოვატორული და ის გახდება პრემიერ მინისტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში", - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა