პრეზიდენტმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ის, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, ADB- ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აღნიშნული ვიზიტი, შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან. პრეზიდენტთან საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის სამომავლო გეგმებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. გამოითქვა ინტერესი, რომ ბანკი ჩაერთოს ავტობანებისა და საგანმანათლებლო პროექტებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა