სოფიო ქაცარავა - გერმანია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ანდრეას პეშკეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გერმანია-საქართველოს ორმხრივი მჭიდრო კავშირები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე.

„გერმანია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და მეგობარია. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების და კულტურის სფეროებში და ვმუშაობთ ამ მიმართულებებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობასა და ახალი შესაძლებლობების დამუშავებაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა