ვახტანგ შაქარიშვილი - მიმდინარე მასშტაბური კეთილმოწყობითი სამუშაოები თბილისში საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა. ვახტანგ შაქარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა ბინძური კამპანიისთვის გამოიყენა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის განცხადებას, თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„სამწუხაროა მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ე.წ. ოპოზიციამ დღევანდელი სხდომა, რომელიც ბიუჯეტში ცვლილებებს ეხებოდა, გამოიყენა იმ ბინძური და ყოვლად ამაზრზენი კამპანიის გასაგრძელებლად, რაც ამ გაკოტრებულმა პოლიტიკანებმა ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მისამართით წამოიწყეს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

დეპუტატმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში თბილისის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ, ამჯერად ათი მილიონი ლარით იზრდება. დეპუტატის განმარტებით, ეს არის მიზნობრივი ტრანსფერი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოგეხსენებათ მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც საერთო ჯამში საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმად, ბიუჯეტის შესაბამის მუხლში თანხის ზრდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღების პროცესს გააჭიანურებს.

„მსგავსი არაკომპეტენტური და ზედაპირული განცხადება სამწუხაროა, განსაკუთრებით ნიკოლოზ ვაჩეიშვილისგან, რადგან მას ერთგვარი პროფესიონალის იმიჯი აქვს, რომელიც გენგეგმასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. უნდა ითქვას, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონიან ზრდას შესაბამის მუხლში კავშირი არ აქვს გენგეგმის მიღების ვადებთან. ეს თანხა უნდა მოხმარდეს სწორედ გენგეგმის ერთ-ერთი დავალების შესრულებას, რაც თბილისის მასშტაბით 12 არეალში ჩარჩო გეგმის შემუშავებას გულისხმობს. ეს ნიშნავს იმას რომ მუნიციპალიტეტი კონკურსის მეშვეობით შექმნის ჩარჩო გეგმებს, რაც თავის მხრივ შესაბამისი არეალების გააზრებულ და სწორ დაგეგმარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა