ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ესტუმრა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს სულხან ღლონტს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კომიტეტის თავმჯდომარეს ყველა ის პროექტი გააცნო, რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ახორციელებს.

“ყურადღება გაამახვილა იმ სარეკლამო აქტივობებზე, რომელსაც დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ატარებს. მათ შორისაა სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის შესაძლო სტატუსზე“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთობა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ძალიან აქტიური ორგანიზაციაა და ამ ორგანიზაციის აქტიურ პოლიტიკას რეგიონისა და ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი იყო ერთ-ერთი სავალდებულო კომიტეტი აჭარის კონსტიტუციის განხილვისას, რომელმაც მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს ინსტიტუცია ჩამოყალიბდეს სამინისტროს სამართლებრივი ფორმით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს