მიხეილ ჩხენკელი კრისტინა რუსოს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან, კრისტინა რუსოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ჰორიზონტი 2020“ პოლიტიკის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს კვლევისა და ინოვაციის სისტემის მოდერნიზებისთვის განხორციელებული საექსპერტო სამუშაოს შეჯამებასა და საქართველოსათვის შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებას.

აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს ევროკომისიის ექსპერტულ პოლიტიკურ მხარდაჭერას სამ თემატურ მიმართულებაზე: პერსპექტიული კვლევითი დარგების იდენტიფიცირებაში დახმარება; კვლევასა და ინდუსტრიას/ბიზნეს შორის კავშირების გამყარება; კვლევითი ერთეულებისთვის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემის შეთავაზება.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს „ჰორიზონტ 2020“ პროგრამაში ქართველი მეცნიერების უფრო მეტად ჩართვის შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო