ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჟავანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ქართული ოცნების დეპუტატებს ბესო ქათამაძის ფეისბუქ პოსტი არ მოეწონათ და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბესო ქათამაძეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი ჰქონდა დაწერილი. ბესოს "ქართული ოცნების" ფრაქციის ოთახში თავად უმრავლესობის დეპუტატებმა სთხოვეს შესვლა, ზურგიდან მიეპარნენ და თავის არეშე დაარტყეს. ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გელა აროშიძე, ასევე დეპუტატი გენო ჩავლეიშვილი. მთლოანობაში ბესო ქათამაძეს 6 პირი დაესხა თავს და თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ფაქტი შეისწავლოს", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულოსხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო