ლევან ხაბეიშვილი - მეტროპოლიტენის 220 თანამშრომლის დასაკმაყოფილებლად 6 თვეში საკმარისი იქნებოდა 396 ათასი ლარი, თვეში 300 ლარიანი ზრდა რომ ჰქონოდათ

მეტროპოლიტენის 220 თანამშრომლის დასაკმაყოფილებლად 6 თვეში საკმარისი იქნებოდა 396 ათასი ლარი, თვეში 300 ლარიანი ზრდა რომ ჰქონოდათ, - ამის შესახებ დღეს, საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით გაზრდის ფაქტს გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილმა ასევე თბილისის მერის სარეზერვო ფონდის 0,5 მლნ ლარით გაზრდა გააპროტესტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მერის სარეზერვო ფონდის თანხები წესის გარეშე იხარჯება. კერძოდ, თბილისის მერი სუბიექტურად ღებულობს გადაწყვეტილებას, ვის გადაურიცხოს თანხა, როდის და რამდენი.

„გვინახავს, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 ათასი ლარი. ამ დროს ვითხოვდით, რომ იქ კი არ უნდა წაიღოს თანხა, სადაც იოლად დახარჯავს და ხვალ, წინასაარჩევნოდ, პარტიულ აქტივს დააფინანსებს, არამედ, იქ, სადაც მეტროს 220 თანამშრომელს სჭირდება. მარტივი მათემატიკაა: 220 თანამშრომლის დასაკმაყოფილებლად 6 თვეში საკმარისი იქნებოდა 396 ათასი ლარი, თვეში 300 ლარიანი ზრდა რომ ჰქონოდათ. ახლახანს, გვახსოვს, მემანქანეებისთვის ხელფასების მომატებაზე უარის გამო, მეტრო გაითიშა. ამ დროს, აღმოჩნდა, რომ 72 ათას ლარად ტენდერი გამოცხადდა და ავტომობილს ყიდულობენ. ასევე, 10 მლნ ლარით ზრდიან ბიუჯეტს. ანუ, თანხების მოძიება რეალურად შესაძლებელი ყოფილა“, - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა