გოკა გაბაშვილი - გაუგებარია დღევანდელი საბიუჯეტო ცვლილებები, რატომ ხდება თანხის მოქცევა ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჯერ დასახელებული არ არის

გაუგებარია დღევანდელი საბიუჯეტო ცვლილებები, რატომ ხდება თანხის მოქცევა ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჯერ დასახელებული არ არის და აკლდება სხვა დაგეგმილ პროექტებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით თანხები აკლდება მნიშვნელოვან მიმართულებებს. კერძოდ, ეს არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ავარიული სახლების რეაბილიტაცია და ემატება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„თუ შესაძლებელია ტრანსფერის მიღება ცენტრალური ბიუჯეტიდან და თანხის გამოყოფა ბიუჯეტის შიგნით პროგრამებში, რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რაც ჩვენი დიდი ხნის მოთხოვნაა: არა მხოლოდ მემანქანეებს, არამედ მთლიანად მეტროს თანამშრომლებს, ავტობუსების მძღოლებს, დასუფთავებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მოხდეს გარკვეული დოზით ხელფასების ზრდა. თუ შესაძლებელია ტრანსფერის მიღება, თუ შესაძლებელია მუხლიდან თანხის მოკლება, რატომ არ ვფიქრობთ ამ მიმართულებით?!“, - განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბიუჯეტი 10 მლნ ლარამდე თანხით გაიზარდა და ამ მომენტისთვის 906 მლნ 800 ათას ლარს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს