თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ხვალ გაიმართება

ხვალ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი (საქართველო), კენ აისო (იაპონია), გიორგი ხარაძე (საფრანგეთი/საქართველო), ლევან ცხადაძე (საქართველო), გიორგი გვანცელაძე (საქართველო), საფესტივალო ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებს მირიან ხუხუნაიშვილი. საღამოზე შესრულდება პასკულის, ვერდი - ბასის, ბელინი - ლორველიოს, ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

„ფესტივალის მიზანია უკვდავჰყოს გენიალური ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და არაერთი პრემიის ლაურეატის - თენგიზ ამირეჯიბის სახელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ კულტურაში. საშემსრულებლო მოღვაწეობის გარდა, მან აღზარდა პიანისტთა თაობები, რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მის აღზრდილებს შორის არიან პიანისტები - მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, ხატია ბუნიათიშვილი, ელისო ბოლქვაძე, თამარ ლიჩელი და მრავალი სხვა.

ფესტივალმა ჩვენ საზოგადოებაში დიდი პოპულარობა და სიყვარული დაიმსახურა.“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

თ. ამირეჯიბის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს