მიხეილ ჩხენკელი ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრთან, ჯერარდ ქროუქუელთან, და საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობათა ინსტიტუტის (IIEA) ხელმძღვანელთან, რორი ქუინთან, გაცნობითი შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებას, როგორც უმაღლესი, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით. ირლანდიურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და ირლანდიას შორის აკადემიური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობა და მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო