"ქართული ოცნების" წარმომადგენელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირია დაკავებული

ოზურგეთის გუბერნიის თანამშრომელსა და დაბა ნასაკირალის მკვიდრს შორის ინციდენტი მოხდა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინციდენტის დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილის მიმართ პროვოკაცია განახორციელა, რის საფუძველზეც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დავით მჟავანაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნასაკირალის მცხოვრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ოზურგეთის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. "ოზურგეთის მერიასთან აქცია მიმდინარეობდა, როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტი, გუბერნიაში დასაქმებული პირი გამოვიდა და აქციის მონაწილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ ვითხოვდით განმარტებას, თუ რატომ დაესხნენ თავს დეპუტატ ბესო ქათამაძეს. იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. ვითხოვთ დაკავებულის გათავისუფლებას და ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა