ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარება გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გააკეთეს.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, აგროსერვის ცენტრში წარმოდგენილი ნაწარმი, ისევე როგორც იქ არსებული სასათბურე მეურნეობები, არის გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კონკრეტული და წარმატებული შედეგი საქართველოში.

“სასიხარულოა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქცია თავს იმკვიდრებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. ეს კი შესაძლებელი გახდა სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც ევროკავშირი და გაერო საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ახორციელებს“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და მადლობა გადაუხადა ENPARD-ის წარმომადგენლებს რეგიონში ახალი პროექტების დაწყებისთვის.

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო).

ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ღონისძიებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, გაეროსა და ENPARD-ის პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო